თუ პასუხს აქ ვერ იპოვით დაუყოვნებლივ მოგვმართეთ!
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ჩვენს ვებგვერდზე, რის შემდეგაც საჭირო იქნება თქვენი ელფოსტის დადასტურება (ვერიფიკაცია). ამის შემდეგ პლატფორმაზე ძიძის/ტუტორის ძებნის ფუნქცია გაგიაქტიურდებათ. საიტზე დარეგისტრირდება უფასოა.
თქვენს მაი ნეინის პროფილზე კაბინეტის გვერდზე აირჩიეთ რომელი სერვისი გჭირდებათ:
ამ მოთხოვნების მითითების შემდეგ პლატფორმა შესაბამის კანდიდატებს გაჩვენებთ. ასევე, შეგიძლია მონიშნოთ სამუშაო დისტანცია და ნახოთ თქვენთან ახლოს მყოფი კანდიდატები.
ჩატის პლატფორმის საშუალებით გაესაუბრეთ კანდიდატს, შეუთანხმეთ დეტალები და გაუგზავნეთ ჯავშანი. (გაითვალისწინეთ, რომ ძიძასთან/ტუტორთან დაკავშირება მხოლოდ პლატფორმის ჩატის საშუალებით შეიძლება ჩვენი წესებისა და პირობების მიხედვით, რომელსაც დეტალურად თქვენი პროფილიდან შეგიძლიათ გაეცნოთ).
ძიძის/ტუტორის მიერ ჯავშნის დადასტურებისთანავე მოგივათ შეტყობინება. გადადით კალენდრის გვერდზე, დააჭირეთ ჯავშანს და შეიყვანეთ თქვენი საბანკო მონაცემები, რათა შესაბამისი თანხის გაყინვა მოხდეს თქვენს ანგარიშზე. ამის შემდეგ ჯავშანი თქვენს კალენდარში „დასადასტურებლიდან“ გადავა „მიმდინარე“ სერვისის გვერდზე. პლატფორმის ჩატით შეგიძლიათ ძიძასთან დეტალებზე შეთანხმება განაგრძოთ.
სერვისის დასრულების ღილაკით ძიძას/ტუტორს შეუძლია გარკვეული ცვლილება შეიტანოს თქვენთან შეთანხმებაში (მაგალითად, თუ შეთანხმებულზე მეტი დროით მოუწია დარჩენა) და უკვე ამ ცვლილების შესაბამისი თანხა ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. დასრულებული სერვისის გვერდზე ნახავთ თქვენს საბოლოო ანგარიშსწორებას და ასევე, შეგიძლიათ ძიძის/ტუტორის შეფასება.
პლატფორმაზე შეგიძლიათ იხილოთ ძიძების /ტუტორების სრული სია.
თითოეული ძიძის/ტუტორის აღწერის გასწვრივ ხედავთ „ჩატისა“ და „დაჯავშნის“ ფუნქციას. ჩატში უნდა გადაამოწმოთ შეძლებს თუ არა ძიძა/ტუტორი თქვენთვის სასურველ დროს დახმარებას.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი წესებისა და პირობების მიხედვით, რომელსაც დეტალურად თქვენი პროფილიდან შეგიძლიათ გაეცნოთ, ძიძასთან/ტუტორთან დაკავშირება შეგიძლიათ მხოლოდ პლატფორმის ჩატის საშუალებით და არა ტელეფონის ნომრით.
გთხოვთ, გაეცნოთ პლატფორმის წესებს, სადაც პლატფორმის გვერდის ავლით მომსახურების მიღება და სხვა მნიშვნელოვანი თემებია განხილული.
დროებითი ძიძის სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ:
მარტივად იპოვოთ ადამიანი, რომელიც იმუშავებს არასტანდარტულ სამუშაო საათებში (საღამოს, შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე) და საჭიროების შემთხვევაში თქვენთან ღამეც დარჩება.
შესაძლებელია, წაიყვანოთ ძიძა თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე (აგარაკი, საკურორტო ადგილები და ა.შ.);
ძიძა ან ტუტორი, როცა თქვენს ჯავშანს დაადასტურებს ჯავშანი კალენდარში გადაინაცვლებს „მიმდინარეში“. ჯავშანს რომ დააჭერთ, გამოჩნდება გადახდის ფუნქცია. დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები, რათა ჯავშანი არ გაუქმდეს. მომსახურების მიმდინარეობის პერიოდში თანხა ანგარიშზე გაყინული იქნება და ჩამოგეჭრებათ მხოლოდ ჯავშნის დასრულების შემდეგ.
გადახდა მხოლოდ ელექტრონულად, მშობლის საბანკო ანგარიშიდანაა შესაძლებელი.
თქვენს პროფილზე საიტის ზედა ნაწილში ჩანს „სიტყვიერი ძიება“. სიტყვიერ ძიებას, რომ დააჭერთ ჩნდება ასარჩევად „სრული სია“. სრულ სიაზე გადასვლის შემდეგ გამოჩნდება ფილტრი, სადაც ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა მონიშნოთ „ჯგუფური აქტივობები“. ამის შემდეგ იხილავთ ყველა აქტივობას, რომელიც ჯგუფურად ტარდება. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა და რეკომენდირებული ასაკი მითითებულია თითოეულის აღწერაში. ჯგუფური აქტივობა თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისთვის შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნებისმიერ დროს. შესაძლებელია თანხის გადანაწილებაც. ამის გარდა, მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენ მიერ დაორგანიზებულ ყოველკვირეულ ჯგუფურ აქტივობებში, რომელთა შესახებაც დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ჩატში მოგვწეროთ.
პლატფორმას აქვს ძიძის ფავორიტების სიაში დამატების ფუნქცია. თუ ძიძას/ტუტორს ფავორიტების სიაში დაამატებთ, აღარ მოგიწევთ სერვისის დასაჯავშნად მონაცემების თავიდან შეყვანა და ძიძის/ტუტორის ძებნა. ჩვენს პლატფორმაზე შეხვალთ „ფავორიტების“ გვერდზე, სადაც გამოჩდნება თქვენ მიერ ფავორიტად მონიშნული ძიძების/ტუტორების სია და აქედანვე, მარტივად შეძლებთ სერვისის დაჯავშნას.
ელ.საფულე არის იგივე ბონუს ბარათი. მასზე არ ხდება თანხის ჩარიცხვა. ელ.საფულეში შესაძლებელია თანხის დაგროვება მაი ნენის მიერ გაცემული ბონუსებით ან რეფერალებით. მასზე დაგროვებული თანხით მშობელს შეუძლია გადაიხადოს ჯავშნის საერთო ღირებულების 10%.
რეფერალით შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსი ელ.საფულეში. რეფერალ ბმულის ან კოდის მიღების შემდეგ უნდა გაუგზავნოთ იგი მეგობარს და მოიწვიოთ მაი ნენიზე. მიმღები უნდა დარეგისტრირდეს გაგზავნილი ბმულით ან რეგისტრაციისას სპეციალურ გრაფაში მიუთითოს რეფერალ კოდი. მოწვეული პიროვნების მიერ პირველი ჯავშნის გაკეთების შემდეგ ორივეს ელ.საფულეში დაირიცხება 10 ლარი. რეფერალებით მიღებული ბონუსიდან მშობელს შეუძლია გადაიხადოს ჯავშნის საერთო ღირებულების 10%.
დაჯავშნისას თქვენ უთითებთ იმ ქვეყნის დროს, სადაც იმყოფებით. ძიძა ან ტუტორი კი ჯავშანს მიიღებს იმ ქვეყნის დროით, სადაც იგი იმყოფება.
ონლაინ მომსახურების დაჯავშნისას მისამართს არ უთითებთ. კანდიდატებს ირჩევთ მხოლოდ დროისა და სასურველი აქტივობების მიხედვით. ონლაინ გაკვეთილი ზუმის პლატფორმის საშუალებით ტარდება, რომლის ლინკსაც ტუტორი აგზავნის.
შეფასების დაწერა შეგიძლიათ ჯავშნის დასრულების შემდეგ. კალენდარში გადადით დასრულებულ ჯავშნებში. დააჭირეთ იმ ჯავშანს, რომლის შეფასებაც გსურთ. მონიშნეთ შეფასება ჯერ ვარსკვლავებით შემდეგ კი დაუწერეთ კომენტარი ძიძას/ტუტორს.
თქვენს მაი ნენის პროფილიდან უნდა გადახვიდეთ ძიძის/ტუტორის გვერდზე. მისი ფოტოს ქვემოთ იხილავთ წარწერას „გაუწიე რეკომენდაცია“. ამის მონიშვნის შემდეგ გამოგიჩნდებათ გრაფა, სადაც შეძლებთ დაწეროთ თქვენი რეკომენდაცია და სხვა მშობლებს მოუყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ ძიძასთან/ტუტორთან.
ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირების შედეგ ძიძები გაივლიან შერჩევის ეტაპებს. კანდიდატს პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდის წევრი ფსიქოლოგი გაესაუბრება. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, კანდიდატმა შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინოს:
ტუტორი ფოკუსირებულია სასკოლო საგნებში დახმარებაზე. თქვენი შვილისთვის არჩეულ დამხმარეს ექნება საჭირო ცოდნა და უნარები იმისა, რომ სწრაფად და ეფექტურად მოამზადებინოს საშინაო დავალებები, გაუღრმავოს ცოდნა, ან უბრალოდ მისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები აპოვნინოს.
რეპეტიტორებისგან განსხვავებით, ჩვენს ტუტორებს არ აქვთ კონკრეტული პროგრამა და ერთჯერად ან მცირე ხნიან დახმარებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ვირტუალური სერვისი არის საათობრივი და შეიძლება მშობელმა ერთჯერადად, ან მრავალჯერადად დაჯავშნოს.
ძიძები გადიან სპეციალურ ონლაინ კურსს, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვიტარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
მოდული - ბავშვის განვითარება
მოდული - ბავშთან ურთიერთობა
მოდული - რუტინა
მოდული - ურთიერთობა ოჯახთან
მოდული სპეციალური საჭიროებები
იმ შემთხვევაში, თუ კი ჯავშანს გააუქმებთ სერვისის დაწყების დრომდე 24 საათით ან მეტი დროით ადრე, მშობელს არ დაეკისრება გაუქმების საკომისიო და კომპანიის მიერ გაყინული თანხა სრულად დაბრუნდება მშობლის ანგარიშზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში, თუ კი მშობელი ჯავშანს აუქმებს სერვისის დაწყების დრომდე არაუმეტეს 23 და არანაკლებ 10 საათით ადრე, კომპანია უფლებამოსილი იქნება, დაიტოვოს შესაბამისი ჯავშნის პირობების მიხედვით, კომპანიის მომსახურების საკომისიო.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ჯავშანს გააუქმებს სერვისის დაწყების დრომდე 10 საათზე ნაკლები დროით ადრე, კომპანია მშობელს გადაახდევინებს სერვისის ღირებულების 50%-ს და კომპანიის მომსახურების საკომისიოს სრულად.
დაუშვებელია ჯავშნის გაუქმება სერვისის დაწყების შემდეგ.
ჩვენთან დაკავშირების მარტივი საშუალებაა ჩატი, რომელიც ვებგვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზეც.