მომსახურების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „პირობები“) არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისა და კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით სარგებლობის პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ გამოუხმობად თანხმობას, იმ წესებსა და პირობებზე რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში. ჩვენი მომსახურების გამოყენებამდე გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ წინამდებარე პირობებს.

1.  მუხლი. ტერმინთა განმარტება

1.1  წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  •  “თქვენ” გულისხმობს როგორც ვიზიტორს აგრეთვე რეგისტრირებულ მომხმარებელს რომელსაც წვდომა აქვს ვებ-გვერდზე, შესაბამისი მუხლის/პუნქტის კონტექსტის გათვალისწინებით
  •  “ჩვენ” ან “კომპანია” გულისხმობს შპს “მაი ნენი სერვისის” (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405384212). 
  • ვებ-გვერდი” გულისხმობს www.mynanny.ge-ს, აგრეთვე შესაბამის მობილურ აპლიკაციას/სისტემას, რომელსაც ფლობს და ოპერირებას უწევს კომპანია.
  • ვიზიტორი - გულისხმობს ნებისმიერ პირს რომელსაც წვდომა აქვს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ვებ-გვერდის შინაარსი და გამოიყენონ ფუნქციები რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე. 
  • ძიძა - არის რეგისტრირებული მომხმარებელი რომელსაც ვებ-გვერდზე რეგისტრირებული აქვს საკუთარი ანგარიში და სურვილი აქვს ვებ-გვერდის მეშვეობით საკუთარი სერვისები შესთავაზოს დამკვეთს. 
  • მოკლევადიანი ძიძა - ძიძა, რომელიც ვებ-გვერდზე რეგისტრირებულია, როგორც მომხმარებელი და საკუთარი ანგარიშით დამკვეთს სთავაზობს საათობრივ/მოკლევადიან სერვისს.
  • გრძელვადიანი ძიძა - ძიძა, რომელიც ვერ-გვერდზე რეგისტრირებულია, როგორც მომხარებელი და საკუთარი ანგარიშით დამკვეთს სთავაზობს გრძელვადიან (3 თვიდან) სერვისს.
  • დამკვეთი - არის რეგისტრირებული მომხმარებელი რომელსაც ვებ-გვერდზე რეგისტრირებული აქვს საკუთარი ანგარიში და სურვილი აქვს ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძინოს ძიძის მიერ შემოთავაზებული სერვისები
  • რეგისტრირებული მომხმარებელი - არის ან ძიძა ან/და დამკვეთი ამ პირობების შესაბამის მუხლში მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით.
  • მომსახურე ბანკი - სს თიბისი ბანკი, რომელთანაც კომპანიას გააჩნია საფინანსო მომსახურების შეთანხმება;

2. მუხლი. ხელშეკრულების დადება

2.1 კომპანია მომსახურებას წევს ვებ-გვერდის მეშვეობით და ამ მომსახურების ფარგლებში ერთმანეთთან აკავშირებს დამკვეთს და ძიძას ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისების მისაწოდებლად. 

2.2 ვებ-გვერდზე შემოსვლით ან რეგისტრირებული ანგარიშის შექმნით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს და დებთ სამართლებრივად მბოჭავ ხელშეკრულებას (შემდეგში - „ხელშეკრულება “) კომპანიასთან.

2.3 იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით ამ ხელშეკრულების რომელიმე პირობას, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდის და მომსახურების გამოყენება და შეაჩეროთ წვდომა თქვენი კომპიუტერიდან და/ან რომელიმე სხვა მოწყობილობიდან.

2.4 ჩვენ უფლებას ვიტოვებთ პერიოდულად შევცვალოთ და განვაახლოთ ამ ხელშეკრულების პირობები. ჩვენ შეგატყობინებთ ასეთი ცვლილებების შესახებ ვებ-გვერდზე ხელშეკრულების ახალი ვერსიის გამოქვეყნებით. ხელშეკრულების ნებისმიერი შეცვლილი ვერსია ძალაში შევა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდებ ვებ-გვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება ცვლილებებზე თანხმობად. თქვენს პასუხისმგებლობად რჩება ხელშეკრულების მიმდინარე, სწორი პირობების ცოდნის უზრუნველყოფა და ამიტომ გირჩევთ რეგულარულად შეამოწმოთ მასში შესული ცვლილებები.

3. მუხლი. ვებ-გვერდის გამოყენება

3.1 თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდი რათა ატვირთოთ და განათავსოთ ინფორმაცია რაც დაკავშირებულია იმ კონკრეტულ ტრანზაქციასთან/გარიგებასთან რის განხორციელებაც გსურთ სხვა რეგისტრირებულ მომხმარებელთან

3.2 თქვენ უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ ეს ვებგვერდი ან სერვისი იმ შემთხვევაში თუ კი: 

  • იგი წინააღმდეგობაში მოდის ამ ხელშეკრულებასთან ან კომპანიის მიერ დადგენილ სტანდარტებთან, მოთხოვნებთან და პოლიტიკასთან რაც უკავშირდება ამ ვებ-გვერდის გამოყენებას
  • იგი ემსახურება, უკანონო, შეცდომაში შემყვან, დისკრიმინაციულ ან თაღლითურ მიზნებს.
  • იგი არღვევს მესამე პირების უფლებებს.

3.5 კომპანია უფლებას იტოვებს წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აზიარებთ ამ პირობების დარღვევით და, აგრეთვე მიიღოს სხვადასხვა ზომები თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით. კომპანიას ასევე უფლება აქვს გააუქმოს თქვენი ანგარიში, თუკი განმეორებით დაარღვევთ სხვა პირების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

3.6 კომპანიის მომხმარებლების და სხვა დაინტერესებული პირების მხარდასაჭერად, ჩვენ გთხოვთ შეგვატყობინოთ ყველა იმ კონტენტის შესახებ, რომელიც თქვენი შეხედულებით არღვევს სხვის უფლებებს (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს) ან პირობებს და სხვა სტანდარტებს. 

3.7 ზემოთხსენებული მიზეზების გარდა, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიის მიერ თქვენი კონტენტის რედაქტირებაზე გრამატიკული, სტილისტური ან სხვა მსგავსი კუთხით, ტექსტში არსებითი ცვლილების შეტანის გარეშე. ასეთი რედაქტირება შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, განმეორებადი სიტყვების წაშლას, გამოტოვებული ასოების ჩამატებას და/ან პუნქტუაციური ნიშნების გამოყენებას. კომპანიას უფლება აქვს ასეთი ცვლილებები განახორციელოს თქვენთან კონსულტაციის ან წინასწარი შეტყობინების გარეშე.

3.8   კომპანია ვალდებული არ არის მიიღოს და დააკმაყოფილოს რომელიმე პირის განაცხადი რეგისტრირებული ანგარიშის შესაქმნელად. შესაბამისად კომპანიამ შესაძლებელია უარი უთხრას ნებისმიერ პირს ანგარიშის რეგისტრაციაზე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში. გარდა ამისა, კომპანიას უფლება აქვს ამავე საფუძვლით გააუქმოს ნებისმიერი ანგარიში ნებისმიერ დროს, შეზღუდვის გარეშე, თუ კი კომპანია დაადგენს რომ რომელიმე რეგისტრირებულმა მომხმარებელმა დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულება.  

4. მუხლი. სერვისის გამოყენების წინაპირობა

4.1  ჩვენი სერვისებით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ იმ პირთათვის რომელიც არის სრულწლოვანი, სრულად ქმედუნარიანი და რომელსაც უფლება აქვს შევიდეს სამართლებრივად მბოჭავ გარიგებებში. თქვენ როგორც ვიზიტორი/რეგისტრირებული მომხმარებელი აცხადებთ და ადასტურებთ, რომ თქვენ გაქვთ სრული ქმედუნარიანობა და უფლება დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს და რომ თქვენ დაიცავთ ამ პირობებით დადგენილ ვალდებულებებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდის და მომსახურების გამოყენება.

5.  მუხლი. რეგისტრირებული ანგარიშის შექმნა ვებ-გვერდზე

5.1 ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისების შესაძენად, გასაყიდად და მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად, ძიძაც და დამკვეთიც ვალდებულნი არიან შექმნან რეგისტრირებული ანგარიში ვებ-გვერდზე და შეავსონ კომპანიის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილი ფორმით და პირობებით.

5.2 იმისათვის რათა რეგისტრირებულმა მომხმარებელმა შეძლოს ვებ-გვერდის გამოყენება და მასზე განთავსებული სერვისებით სარგებლობა, იგი ვალდებულია შეავსოს ვებ-გვერდზე კომპანიის მიერ განთავსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოს ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნა. რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს ვებ-გვერდით, მხოლოდ კომპანიის მიერ ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს კომპანიის მიერ დადგენილი სარეგისტრაციო ფორმა, სრულყოფილად და ამომწურავად წარმოადგინოს კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და შეასრულოს კომპანიის მიერ დადგენილი ყველა შესაბამისი პირობა. რეგისტრირებული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე და სრულყოფილებაზე. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეცვალოს რეგისტრირებული მომხმარებელი ანგარიშის რეგისტრაციისთვის აუცილებელი წესები და პირობები, წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ა.შ. კომპანია აგრეთვე უფლებამოსილია თავად დაადგინოს ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების დრო, აგრეთვე ნებისმიერ დროს დააწესოს ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის დამატებითი პირობები და მოთხოვნები.

5.3 კომპანია უფლებამოსილია სხვადასხვა რეგისტრირებული მომხმარებლისთვის (ძიძისთვის და დამკვეთისთვის) დაადგინოს ანგარიშის რეგისტრაციის განსხვავებული მოთხოვნები და წესები. ანგარიშის შექმნის პროცესში პირის მიერ სარეგისტრაციო ფორმის შევსება, კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა არ წარმოუშობს კომპანიას ვალდებულებას რომ დააკმაყოფილოს ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, კომპანია საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უფლებამოსილია უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს ანგარიშის რეგისტრაციის მოთხოვნაზე და არ მისცეს უფლება ისარგებლოს ვებ-გვერდზე არსებული სერვისებით.

6. მუხლი. ძიძის მომსახურების საფასური, დამკვეთის მიერ ძიძის მომსახურების შეძენა

6.1 ძიძის მიერ შეთავაზებული სერვისები - ძიძის მიერ პოტენციური დამკვეთისთვის შეთავაზებული სერვისების ჩამონათვალს განსაზღვრავს თავად ძიძა, ვებ-გვერდზე საკუთარ ანგარიშზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით.

6.2 ძიძის სერვისის საფასური

ა) მოკლევადიანი ძიძის სერვისის ფასი განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურებით. ძიძის მომსახურების საათობრივ ანაზღაურებას დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავად ძიძა. ძიძის მიერ ვებ-გვერდზე, საკუთარ ანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია საათობრივი ანაზღაურების შესახებ მოიცავს კომპანიის მომსახურების საკომისიოს და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველანაირ გადასახადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბ) გრძელვადიანი ძიძის სერვისის ფასი განისაზღვრება თავად ძიძის მიერ, პლატფორმაზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით. ძიძის მხრიდან მითითებული საფასური წარმოადგენს მომსახურების ყოველთვიურ საფასურს.ძიძის მიერ ვებ-გვერდზე, საკუთარ ანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია ანაზღაურების შესახებ მოიცავს კომპანიის მომსახურების საკომისიოს და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველანაირ გადასახადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.3 სერვისის მოთხოვნა (ჯავშანი)- ძიძის სერვისით სარგებლობისთვის დამკვეთი ვალდებულია ვებ-გვერდის მეშვეობით ძიძას გაუგზავნოს მოთხოვნა (ჯავშანი) სერვისის მიღების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს სერვისის მიღების კონკრეტულ თარიღს, სერვისის დროს (საათების რაოდენობა) და სერვისის ჯამურ ღირებულებას. ძიძა უფლებამოსილია დაადასტუროს ან უარყოს დამკვეთის მოთხოვნა სერვისის მიწოდების შესახებ. ძიძა ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს სერვისის მოთხოვნის დადასტურების ან უარყოფის შესახებ ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძიძა არის სრულიად დამოუკიდებელი და იგი არ არის ვალდებული დამკვეთს შეატყობინოს უარის მიზეზი. მიუხედავად ამისა, სერვისის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში ძიძა ვალდებულია უარის მიზეზი შეატყობინოს კომპანიას, ვებ-გვერდის საშუალებით. 

6.4 სერვისის მიწოდება- ძიძის მიერ ჯავშნის დადასტურების შემდეგ, იგი ვალდებულია დამკვეთს გაუწიოს მომსახურება ჯავშანში მითითებული პირობების შესაბამისად.

6.5 სერვისის დასრულება

ა) მოკლევადიანი ძიძა ვალდებულია სერვისის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ მიუთითოს ვებ-გვერდზე სერვისის დასრულების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს სერვისის რეალური დაწყების და დასრულების დრო. იმ შემთხვევაში, თუ ძიძა ვებ-გვერდის მეშვეობით არ მიუთითებს სერვისის დასრულების შესახებ, სერვისი დასრულებულად ჩაითვლება, ჯავშანში მითითებული სერვისის დასრულების დროის გასვლიდან 24 საათის შემდეგ.

ბ) გრძელვადიანი ძიძა ვალდებულია სერვისის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ მიუთითოს ვებ-გვერდზე სერვისის დასრულების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ძიძა ვებ-გვერდის მეშვეობით არ მიუთითებს სერვისის დასრულების შესახებ, სერვისი დასრულებულად ჩაითვლება, ჯავშანის ბოლო თვის ბოლო რიცხვის დასრულებიდან 24 საათის შემდგომ.

6.6 დამკვეთის მიერ ძიძის სერვისის საფასურის გადახდა

ა) დამკვეთის მიერ გაგზავნილი სერვისის მოთხოვნის შესაბამისად მოკლევადიანი ძიძის სერვისის საფასურის ჯამური ოდენობა ავტომატურად გენერირდება ვებ-გვერდის მეშვეობით, მოკლევადიანი ძიძის მიერ მითითებული საათობრივი ანაზღაურების ოდენობის და ჯავშანში დამკვეთის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით. მოკლევადიანი ძიძის მიერ ჯავშნის დადასტურების შემდეგ, კომპანია ვებ-გვერდის მეშვეობით დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ბარათზე აკავებს მოკლევადიანი ძიძის სერვისის ჯამურ ოდენობას. მოკლევადიანი ძიძის მიერ მომსახურების დასრულების შემდეგ, იგი ვებ-გვერდის მეშვეობით საკუთარი ანგარიშიდან ადასტურებს სერვისის დასრულებას, რის შემდეგაც კომპანია სერვისის ჯამურ ოდენობას ჩამოაჭრის დამკვეთის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშიდან. კომპანია მოკლევადიან ძიძას გადაურიცხავს დამკვეთის მიერ გადახდილ ანაზღაურებას, კომპანიის მომსახურების საკომისიოს და ბანკის მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით, დამკვეთის საბანკო ანგარიშიდან თანხის სრულად ჩამოჭრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მოკლევადიანი ძიძის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში თუ კი მოკლევადიან ძიძას მითითებული აქვს სს „თიბისი ბანკში“ (ს/კ: 204854595) არსებული ანგარიში, მაშინ გადარიცხვას დამატებით არ ჩამოეჭრება ბანკის საკომისიო. ნებისმიერ სხვა ბანკში არსებული ანგარიშის შემთხვევაში, ბანკის საკომისიო განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 1000 ლარამდე (მათ შორის 1000 ლარის ჩათვლით) თანხის შემთხვევაში - 0.9 ლარი
  • 1000 ლარს ზემოთ თანხის შემთხვევაში - გადარიცხული თანხის 0.07%

ბ) გრძელვადიანი ძიძა ვალდებულია პლატფორმაზე მიუთითოს თავისი მომსახურების ღირებულება. მომსახურების ღირებულების მითითების დროს, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს და ასახავს პლატფორმის საკომისიოს და გრძელვადიანი ძიძის შემოსავალს. დამკვეთის მხრიდან გრძელვადიანი ძიძის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ყოველთვიურად შემდგენაირად

ბ.ა) მომსახურების პირველი თვის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ჯავშნის განთავსებიდან და გრძელვადიანი ძიძის მიერ თანხმობის მიღებიდან არაუგვაინეს 3 (სამი) დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთვევაში ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება.

ბ.ბ) ჯავშანში მითითებული მომსახურების ვადის პარიოდში ყოველი მომდევნო გადახდა განხორციელდება ავტომატურად, დამკვეთის მიერ გადახდის დროს მითითებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გზით, სერვისის დაწყების დღეს მითითებულ რიცხვში. ყოველგარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ჯავშნის თარიღი ავტომატურად აღინიშნება სისტემის მიერ, მომსახირების დაწყების თარიღს კი დამკვეთი ირჩევს თავად.

გრძელვადიანი ძიძისთვის დამკვეთის მიერ გადახდილი ანაზღაურების გადარიცხვა მოხდება კომპანიის მომსახურების საკომისიოსა და ბანკის მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით, გრძელვადიანი ძიძის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ყოველი ნამუშევარი თვის დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 3 საბანკო დღეში. იმ შემთხვევაში თუ კი ძიძას მითითებული აქვს სს „თიბისი ბანკში“ (ს/კ: 204854595) არსებული ანგარიში, მაშინ გადარიცხვას დამატებით არ ჩამოეჭრება ბანკის საკომისიო. ნებისმიერ სხვა ბანკში არსებული ანგარიშის შემთხვევაში, ბანკის საკომისიო განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 1000 ლარამდე (მათ შორის 1000 ლარის ჩათვლით) თანხის შემთხვევაში - 0.9 ლარი
  • 1000 ლარს ზემოთ თანხის შემთხვევაში - გადარიცხული თანხის 0.07%

6.7 თუ კი დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მოკლევადიანი ძიძა გაწევს მომსახურებას უფრო მეტი დროით, ვიდრე ეს მითითებული იყო ჯავშანში, ასეთ შემთხვევაში მოკლევადიანი ძიძა ვალდებულია ვებ-გვერდის მეშვეობით საკუთარი პროფილიდან სერვისის დასრულების დადასტურების დროს შეცვალოს ჯავშნის საბოლოო საფასურის ოდენობა და ასახოს მის მიერ ნამუშევარი დამატებითი საათების ოდენობა. ამის შემდეგ, მოკლე ვადიანი ძიძის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია ვებ-გვერდის მეშვეობით დააგენერირებს დამკვეთის მიერ დამატებით გადასახდელ თანხას.  დამკვეთის მიერ გაგზავნილ ჯავშანში თავდაპირველად მითითებული საფასურის ოდენობა ავტომატურად ჩამოიჭრება დამკვეთის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშიდან, ხოლო დამატებითი ანაზღაურების გადახდის შესახებ ვებგვერდი ავტომატურად დააგენერირებს მოკლევადიანი ძიძის დამატებითი მომსახურების ინვოისს, რომელიც გაეგზავნება დამკვეთს და რომელიც დამკვეთმა უნდა გადაიხადოს მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. კომპანია მოკლევადიან ძიძას გადაურიცხავს დამკვეთის მიერ გადახდილ დამატებით თანხას, კომპანიის საკომისიოს გამოკლებით და ამ მუხლის 6.6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული წესით - ბანკის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით, ამ თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დამკვეთის მიერ დამატებით გადასახდელი თანხის დაგვიანებით გადახდის, ან გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია დამკვეთის წინააღმდეგ მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო სამართლებრივ ზომებს, თუმცა, კომპანია არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებელი არ იქნება ძიძის წინაშე ამ თანხის ანაზღაურების გამო, ან მისგან გამომდინარე რაიმე ზიანის ანაზღაურების ან სხვაგვარი პასუხისმგებლობის გამო.

6.8 იმ შემთხვევაში თუ კი ძიძის მიერ გაწეული მომსახურების ხანგრძლივობა არის უფრო ცოტა ვიდრე ჯავშანში მითითებული დრო, ძიძა ვალდებულია მიუთითოს ამის შესახებ ვებ-გვერდზე სერვისის დასრულების დადასტურების დროს, რის მიხედვითაც უნდა დააკორექტიროს სერვისის ჯამური ფასი. ასეთ შემთხვევაში, კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ საბანკო ბარათზე დაკავებული თანხიდან ჩამოჭრის მხოლოდ იმ ოდენობას რაც შეესაბამება რეალურად გაწეული სერვისის საბოლოო ფასს, ხოლო დანარჩენ ოდენობას დააბრუნებს დამკვეთის ანგარიშზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

6.9 კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს დაადგინოს/შეცვალოს სერვისის მოთხოვნის (ჯავშნის) შედგენის/გაგზავნის, ჯავშნის დადასტურების/უარყოფის, სერვისის მიწოდების, სერვისის დასრულების, სერვისის ფასის გადახდის პროცესი, ტექნიკური ფუნქციონალი, შინაარსი და სხვა დეტალები/პირობები რაც არეგულირებს ამ მუხლში მითითებულ მოქმედებებს და წესებს.

6.10 დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს საბანკო ბარათის/ანგარიშის მონაცემები, რომელიც მითითებული აქვს გრძელვადიანი ძიძის ჯავშნის ღირებულების ასანაზღაურებლად. ბარათის მონაცემების განთავსების ან/და ცვლილების დროს, მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე დამკვეთი აცხადებს წინასწარ და შეუქცევად თანხმობას, რომ:

ა) მათ მიერ მითითებული საბანკო ბარათის მონაცემების შენახვა მოხდეს კომპანიის მომსახურე ბანკის მიერ

ბ) კომპანიის მიერ მოხდეს მოცემული სერვისის ღირებულების ყოველთვიურად ჩამოჭრა ჯავშნის დეტალებში მითითებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად ავტომატურად.

საბანკო ბარათის/მონაცემების ცვლილება ერთ ჯავშანზე არ იწვევს საბანკო ბარათის ცვლილებას სხვა ჯავშნებზე. დამკვეთმა უნდა შეცვალოს საბანკო ბარათის მონაცემები ყველა ჯავშანზე სათითაოდ.

6.11 გრძელვადიანი ძიძის სერვისის სარგებლობისას თანხის ავტომატურად ჩამოჭრამდე 3 დღით ადრე დამკვეთს გაეგზავნება შესახსენებელი სმს შეტყობინება თანხის შემდგომ ჩამოჭრასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადახდის დღეს არ იქნება განთავსებული მომსახურების ღირებულების შესაბამისი თანხა, სისტემა ავტომატურად ეცდება მომსახურების ღირებულების ჩამოჭრას მომდევნო დღეს და აღნიშნულის შესახებ სმს შეტყობინების სახით აცნობებს დამკვეთს. 3 წარუმატებელი თანხის ჩამოჭრის შემდეგ (დღეში ერთი მცდელობა), სისტემა ავტომატურად გააუქმებს ჯავშანს და ამის შესახებ სმს შეტყობინებით აცნობებს დამკვეთს და ძიძას.

6.12 კომპანიის მიერ არ ხდება დამკვეთის საბანკო ბარათის მონაცემებს შენახვა. კომპანია ახდენს მხოლოდ უნიკალური იდენტიფიკატორის დაგენერირებას მომსახურე ბანკთან შეთახმებით, რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველთვიურად თანხების ავტომატურ ჩამოჭრა.

7. მუხლი. კომპანიის მომსახურების საფასური და გადახდა

7.1 ვებ-გვერდით და მომსახურებით სარგებლობის სანაცვლოდ კომპანია იღებს მომსახურების საკომისიოს.

7.2 კომპანიის მომსახურების საკომისიო არის დამკვეთის მიერ ძიძისთვის გადახდილი მომსახურების საბოლოო ფასის 15%.

7.3 ამ პირობებზე დათანხმებით რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიის მომსახურე მესამე პირებს (სერვის პროვაიდერებს) რომ საჭიროების შემთხვევაში, საკომისიო თანხის ავტომატური გადახდისთვის თანხა ჩამოაჭრან მათ მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან.

7.4 რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულებას იღებს რომ კომპანიას გადაუხადოს ნებისმიერი საკომისიო რისი ვალდებულებაც აქვს ამ ხელშეკრულების/პირობების შესაბამისად. საკომისიო (მათ შორის, ჯარიმა/ზიანი/პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სხვა გადასახადი) შესაძლებელია ჩამოჭრილი იქნეს კომპანიის მომსახურე სერვის-პროვაიდერების მიერ.

7.5 კომპანია უფლებას იტოვებს დააკავოს ნებისმიერი ჯარიმა/საკომისიო/ზიანი ან ნებისმიერი გადასახდელი რისი გადახდაც რეგისტრირებულ მომხმარებელს ევალება კომპანიის მიმართ ამ ხელშეკრულების ან გამოსაყენებელი სამართლის საფუძველზე, დამკვეთის მიერ გადახდილი თანხის ძიძისთვის გადარიცხვამდე, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია ამ კონკრეტული სერვისის შეძენა (რისი საფასურის გადახდაც ხდება) შეიძლება არ უკავშირდებოდეს ამ ჯარიმის/საკომისიოს/ზიანის ან სხვა გადასახდელის წარმოშობას.

8. მუხლი. კომპანიის პასუხისმგებლობა.

8.1 ჩვენი მომსახურების ფარგლებში ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დამკვეთებს და ძიძებს და ვეხმარებით ერთმანეთთან გარიგების დადებაში ვებ-გვერდის მეშვეობით. კომპანია არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ძიძის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე ან რაიმე მახასიათებლებზე. კომპანია აგრეთვე პასუხისმგებლობას არ იღებს ძიძის მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებაზე, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე, დამკვეთის მიერ მომსახურების საფასურის არ გადახდაზე ან რაიმე ვალდებულების ან კანონის დარღვევაზე. კომპანია ერევა ძიძასა და დამკვეთს შორის ურთიერთობაში მხოლოდ იმ ფარგლებში რაც მკვეთრად არის გაწერილი ამ პირობებში და კომპანია არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს დამკვეთსა და ძიძას შორის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ რაიმე სადავო საკითხზე. ძიძა და დამკვეთი ვალდებულნი არიან სერვისის გაწევის დროს ერთმანეთს შორის ურთიერთობაში წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი (რაც მკვეთრად რეგულირებული არ არის ამ პირობებით) დაარეგულირონ ურთიერთშეთანხმებით, ხოლო რაიმე საკითხზე დავის წარმოშობის შემთხვევაში თავად დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.2 კომპანიამ შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, მიიღოს პოლიტიკა/მექანიზმი რომლითაც იგი უზრუნველყოფს რეგისტრირებული მომხმარებლების მიერ ერთმანეთის წინაშე აღებული ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას ან/და მათ შორის წარმოშობილი დავების დარეგულირებას. მიუხედავად ამისა, მსგავსი ზომების მიღება ან არ მიღება არავითარ გავლენას არ იქონიებს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემულ პირობაზე, და არ გამოიწვევს კომპანიაზე რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

8.3 კომპანიის მიერ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით პლატფორმის ოპერირებას, რომლითაც რეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დადონ გარიგებები. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია არ შედის შრომით ურთიერთობაში არც ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელთან.

9. მუხლი. კომპანიის გვერდის ავლა. რეგისტრირებული მომხმარებლის პასუხისმგებლობა

9.1 რეგისტრირებულ მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება გვერდი აუაროს კომპანიას და მისგან დამოუკიდებლად აწარმოოს ურთიერთობა ან დადოს გარიგება სხვა რეგისტრირებულ მომხმარებელთან რომელიც იპოვა ვებ-გვერდის მეშვეობით, იმ სერვისთან დაკავშირებით რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე.

9.2 კომპანია უფლებას იტოვებს მონიტორინგი გაუწიოს რეგისტრირებული მომხმარებლების აქტივობას ვებ-გვერდზე, მათ მიერ ვებ-გვერდის და სერვისების გამოყენებას, მათ შორის, სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციას, იმ მიზნით რათა დაადგინოს მათი ქმედებების შესაბამისობა ამ ხელშეკრულებასთან და ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებასთან.

9.3 იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია დაადგენს რომ რომელიმე რეგისტრირებულმა მომხმარებელმა დაარღვია ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება ან ამ ხელშეკრულებით/პირობებით დადგენილი რაიმე ვალდებულება/წესი, იგი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ გააუქმოს მისი და მასთან დაკავშირებული ანგარიშები, უარი უთხრას სამომავლოდ ვებ-გვერდის გამოყენებაზე და წაშალოს მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია. კომპანია აგრეთვე უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს შესაბამისი რეგისტრირებული ანგარიშები მის სრულად წაშლამდე, საკუთარი დისკრეციით. კომპანიას აგრეთვე უფლება აქვს შესაბამისი ანგარიშების მესაკუთრეებს დააკისროს ჯარიმა უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ვებ-გვერდის მეშვეობით შესაბამისი ანგარიშის ბრუნვის 20%-ის ოდენობით, თუმცა არანაკლებ 100 ლარისა. კომპანია უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს თუ ამ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებებიდან რომელს გამოიყენებს და აგრეთვე გამოიყენებს ამ უფლებებს ერთად თუ ცალცალკე, ან თუ რა რიგითობით გამოიყენებს. კომპანიის მიერ რომელიმე უფლების არ გამოყენება, არ ნიშნავს რომ კომპანიამ უარი თქვა მის უფლებებზე/მოთხოვნებზე.

10. მუხლი. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

10.1 ვებ-გვერდის დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა, მუსიკა, ხმა, ფოტოსურათები, ვიდეო, კადრები და განლაგება, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ძირითადი პროგრამული კოდი, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მასალა წარმოადგენს მომსახურების ნაწილს და ექვემდებარება საავტორო უფლებებს და სხვა ინტელექტუალურ უფლებებს, რომლებსაც ფლობს კომპანია ან იყენებს უფლებების მფლობელი მესამე მხარის ლიცენზიის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

10.2 თქვენ არ გაქვთ უფლება კომპანიის მიერ თქვენთვის გაწეული მომსახურება გამოიყენოთ კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ხელსაყოფად (მაგალითად, საავტორო უფლება, ნოუ-ჰაუ ან სავაჭრო ნიშნები), გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ამის გამოყენება ხდება პერსონალური, არაექსკლუზიური, არაქველიცენზირებადი ფორმით და არა კომერციული მიზნებისთვის.

10.3 დაუშვებელია რომელიმე უფლების გამოყენება ან რომელიმე სავაჭრო ნიშნის ან ლოგოს რეპროდუქცია, რომელიც ჩნდება ვებ-გვერდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დაშვებულია გამოყენების უფლებების ფარგლებში.

10.4 თქვენ უფლება არ გაქვთ გადაიღოთ, შეინახოთ, გამოაქვეყნოთ, გააქირავოთ, ლიცენზია გასცეთ, გაყიდოთ, გაავრცელოთ, შეცვალოთ, დაამატოთ, წაშალოთ ან გააყალბოთ, ან სხვა პირს მისცეთ საშუალება, ვებ-გვერდზე ან ნებისმიერ მის ნაწილში, ნებისმიერი საშუალებით, უშუალოდ ან ირიბად, გაანადგუროთ ან შეზღუდოთ (ან შეეცადოთ განადგურებას ან შეზღუდვას) ან შეცვალოთ ვებ-გვერდი, გამოყენების პირობების შესაბამისად ვებ-გვერდის დათვალიერების ან გამოყენების გარდა.

10.5 კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებებით და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ პირადი მიზნებისთვის. ნებართვა რომ ეს ინფორმაცია იქნეს დაკოპირებული, დაბეჭდილი ან გავრცელებული ექვემდებარება შემდეგ წინაპირობებს: (i) ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული და საინფორმაციო მიზნებისთვის; (ii) ინფორმაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკოპირების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს საავტორო უფლებების ნიშანი; (c) ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი ან ტექნოლოგია რომელიც აღწერილია ამ ვებ-გვერდზე შესაძლებელია დაცული იყოს საავტორო უფლებებით ან სხვა უფლებებით და რომელიც არ ექვემდებარება ლიცენზირებას ან რეგისტრაციას. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისები ან პროდუქტები შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. ამ ვებ-გვერდზე არსებული ყველა ნამუშევარი, მათ შორის დიზაინი, ტექსტი, ხმა, ჩანაწერი, სურათები და ა.შ. ეკუთვნის კომპანიას.

11. მუხლი. აკრძალვები

11.1 თუ კომპანიას აქვს ეჭვი რომ თქვენ ჩართული ხართ თაღლითურ, უკანონო, ან არა ეთიკურ საქმიანობაში, მათ შორის, ფულის გათეთრება, შეცდომაში შემყვანი მოქმედება ან ახორციელებთ ნებისმიერ სხვა უკანონო ქმედებას ვებ-გვერდის ან მასზე განთავსებული სერვისების მეშვეობით, კომპანიას უფლება აქვს შეგიწყვიტოთ წვდომა ვებ-გვერდზე/სერვისებზე და დაგიბლოკოთ ანგარიშები.

11.2 ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ სერვისების გამოყენებას რათა დავადგინოთ ხდება თუ არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში და თუ კომპანია დაადგენს მსგავს ფაქტს, იგი უფლებას იტოვებს მიიღოს ნებისმიერი ზომა რასაც კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის შეგიწყვიტოთ წვდომა ვებ-გვერდზე/სერვისებზე და დაგიბლოკოთ ანგარიშები.

11.3 თქვენ ვალდებულებას იღებთ რომ:

  • არ აედევნებით, არ დაემუქრებით ან სხვაგვარად არ დაარღვევთ სხვა პირის უფლებებს
  • არ გამოიყენებთ ვებ-გვერდს, რათა შეაგროვოთ ინფორმაცია ან კვლევა კონკურენტი ბიზნესისთვის.
  • არ ეცდებით სხვა პიროვნების მიბაძვას ან მისი სახელით მოქმედებას ან სხვა პირის შეცდომაში შეყვანას თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით.
  • არ დაბლოკავთ, ან სხვაგვარად ხელს არ შეუშლით, ვებ-გვერდზე რეკლამების გამოჩენას ან/და უსაფრთხოების ფუნქციების მუშაობას ვებ-გვერდზე.
  • შეგვატყობინებთ ნებისმიერი იმ რეგისტრირებული მომხმარებლის ან ინფორმაციის შესახებ რომელიც არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს.

11.4 კომპანიას უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არაა, ვებ-გვერდიდან მოხსნას ნებისმიერი ინფორმაცია ან რეგისტრირებული მომხმარებელი რომელიც არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს. კომპანია აგრეთვე სრულ უფლებას იტოვებს ვებ-გვერდზე და სერვისებზე მთლიანად ან ნაწილობრივ წვდომა შეუზღუდოს ნებისმიერ ვიზიტორს/რეგისტრირებულ მომხმარებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

12. მუხლი. გარე ვებ-საიტები; მომსახურების მიმწოდებელი მესამე პირები

12.1 ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს ლინკებს მესამე პირთა ვებ-საიტებზე, მათ შორის ვებ-საიტებზე რომელსაც ფლობენ და ოპერირებას უწევენ მესამე პირები ან რეგისტრირებული მომხმარებლები ან/და ვებ-საიტებზე რომლის მეშვეობითაც მესამე პირები დამატებით მომსახურებებს აწვდიან ვიზიტორებს/რეგისტრირებულ მომხმარებლებს. ასეთი ლინკები ხელმისაწვდომი არის მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს კომპანიის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას.

12.2 გარე ვებ-საიტები შექმნილი და ოპერირებული არის მესამე პირების მიერ და ნებისმიერ საკითხთან ან კითხვასთან დაკავშირებით რაც უკავშირდება ამ ვებ-საიტებს უნდა მიმართოთ ამ ვებ-საიტების ადმინისტრატორებს.კომპანია არ არის პასუხისმგებელი ამ ვებ-საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე, მის სისწორეზე ან სისრულეზე ან ამ ვებ-საიტების ოპერატორ მესამე პირებზე. ყურადღებით იყავით ასეთი ვებ-საიტებიდან ფაილების გადმოწერის დროს რათა დაიცვათ თქვენი კომპიუტერი ვირუსებისგან. თუ თქვენ გადაწყვეტთ ასეთ ვებ-საიტებზე გადასვლას, ამას აკეთებთ საკუთარი რისკით.

12.3 თქვენ იყენებთ მესამე პირის ინფორმაციას ან /და ბმულს საკუთარი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე პირის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე პირის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. კომპანია არ იძლევა გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

13. მუხლი. ძიძის ვალდებულებები

13.1 ძიძა აცხადებს და გარანტიას იძლევა რომ ყველა ინფორმაცია და კითხვარზე მის მიერ გაცემული პასუხები არის სწორი და სრული და რომ მას აქვს სრული უფლება რომ შესთავაზოს საკუთარი სერვისები ვებ-გვერდის მეშვეობით და მიიღოს შესაბამისი საზღაური ვებ-გვერდის მეშვეობით.

13.2 ძიძა თავად არის პასუხისმგებელი რომ ქონდეს ყველა ნებართვა, ლიცენზია, უფლება რაც საჭიროა მისი საქმიანობისთვის. ძიძა პასუხისმგებელი არის ყველა სათანადო გადასახადის/მოსაკრებლების/ხარჯების გადახდაზე რაც დაკავშირებულია სერვისების მიწოდებასთან. კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს, უარი თქვას ნებისმიერი შეთავაზების/სერვისის/ანგარიშის ვებ-გვერდზე განთავსებაზე ან მოხსნას განთავსებული შეთავაზება ნებისმიერი მიზეზით, დასაბუთების გარეშე. ძიძა აცნობიერებს და თანხმობას გამოთქვამს რომ არავითარი მოთხოვნის უფლება არ ექნება კომპანიის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია უარს ეტყვის სერვისის/ანგარიშის ვებ-გვერდზე განთავსებაზე ან წაშლის განთავსებულ განცხადებას ვებ-გვერდიდან.

14. მუხლი. დადასტურებული ჯავშნის გაუქმება

14.1 ძიძის მიერ დადასტურებული ჯავშნის გაუქმება:

ა) მოკლევადიანი ძიძა ვალდებულია ნებისმიერი დადასტურებული ჯავშნის გაუქმება განახორციელოს მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით. ჯავშნის გაუქმება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი იგი მოხდება ვებ-გვერდის მეშვეობით. მოკლევადიანი ძიძის მიერ დადასტურებული ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში კომპანია დამკვეთს მთლიანად დაუბრუნებს დაკავებულ თანხას არაუგვიანეს ჯავშნის გაუქმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მოკლევადიანი ძიძა აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს რომ დადასტურებული ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება კომპანიას გადაუხადოს გაუქმებულ ჯავშანზე კომპანიის მომსახურების საკომისიო და დამატებითი ჯარიმა ამ პირობების 9.3 პუნქტით დადგენილი ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ კი მოკლევადიანი ძიძა ნებისმიერ 4 თვიან პერიოდში, დადასტურებულ ჯავშანს გააუქმებს 2 ჯერ ან მეტჯერ, გარდა კომპანიის მომსახურების საკომისიოსა, დამატებით მას დაეკისრება ჯარიმა ამ პირობების 9.3 პუნქტით დადგენილი ოდენობით და კომპანია გააუქმებს ძიძის ანგარიშს.

ბ) დაუშვებელია გრძელვადიანი ძიძის მხრიდან პატფორმაზე დადასტურებული ჯავშნის გაუქმება. ჯავშნის გაუქმების აუცილებლობის შემთხვევაში გრძელვადიანი ძიძა ვალდებულია ჯავშნის გაუქმება შეაუთანხმოს დამკვეთს. ამგვარი ჯავშნის გაუქმება ხდება სისტემაში დაკვეთის მხრიდან. აღნიშნულის შესახებ გრძელვადიანი ძიძა ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის მხარდაჭერის თანამშრომელს, მიაწოდოს მას ზუსტი ინფორმაცია ჯავშნის გაუქმების მიზეზების შესახებ და ნამუშევარი დღეების ოდენობის შესახებ. ჯავშნის გაუქმების შემდგომ დამკვეთთან შეთანხმებით მოხდება ნამუშევარი დღეების დაგენერირება. დამკვეთის მიერ ზედმტად გადახდილი თანხმა უბრუნდება მას გადახდის დროს მითითებულ საბანკო ანგარიშზე, შეთანხმებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

14.2 დამკვეთის მიერ დადასტურებული ჯავშნის გაუქმება:

ა) მოკლევადიანი სერვისი - დამკვეთი ვალდებულია ნებისმიერი მოკლევადიანი დადასტურებული ჯავშნის გაუქმება განახორციელოს მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ კი მოკლევადიანი ჯავშანის გაუქმება მოხდება სერვისის დაწყების დრომდე 24 საათით ან მეტი დროით ადრე, დამკვეთს არ დაეკისრება გაუქმების საკომისიო ხოლო კომპანიის მიერ დაჯავშნილი თანხა სრულად დაბრუნდება დამკვეთის ანგარიშზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ კი დამკვეთი მოკლევადიან ჯავშანს აუქმებს სერვისის დაწყების დრომდე არაუმეტეს 23 და არანაკლებ 10 საათით ადრე, კომპანია უფლებამოსილი იქნება დაიტოვოს შესაბამისი ჯავშნის პირობების მიხედვით კომპანიის მომსახურების საკომისიო. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი მოკლევადიან ჯავშანს გააუქმებს სერვისის დაწყების დრომდე 10 საათზე ნაკლები დროით ადრე, კომპანია დამკვეთს გადაახდევინებს სერვისის ღირებულების 50%-ს და კომპანიის მომსახურების საკომისიოს სრულად. დაუშვებელია ჯავშნის გაუქმება სერვისის დაწყების შემდეგ.

ბ) გრძელვადიანი ძიძის სერვისი - დამკვეთი უფლებამოსილია გრძელვადიანი ძიძის ჯავშანი გააუქმოს ნებისმიერ დროს, მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით. გრძელვადიანი ძიძის ჯავშნის გაუქმება არ გულისხმობს უკვე გადახდილი მომსახურების გაუქმებას. გრძელვადიანი ძიძის ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში უქმდება დამკვეთის მიერ არჩეული მომდევნო თვეების ავტომატური გადახდები, გარდა უკვე გადახდილი თვისა. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს გადახდილი აქვს გრძელვადიანი ძიძის მომსახურების ერთი თვის საფასური, თუმცა მომსახურების გაწევა არ მომხდარა ან განხორციელდა ნაწილობრივი დროით, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დამკვეთს არ უბრინდება, გარდა იმ შემთხვევისა, რომცა მოსმახურების გაწევა ვერ ხდება ძიძის მხრიდან.

14.3 იმ შემთხვევაში თუ კი რეგისტრირებული მომხმარებელი აუქმებს დადასტურებულ ჯავშანს (ამ პირობების დაცვით ან მისი დარღვევით) რის გამოც სხვა რეგისტრირებულ მომხმარებელს წარმოეშვა ზიანი, ისინი ვალდებულნი იქნებიან ზიანის ანაზღაურების და ჯავშნის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი ან დავა თავად დაარეგულირონ და კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ დავაში ჩარევის ან საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შესახებ. ყველა ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს 8-ე მუხლით დადგენილი წესები.

15. მუხლი. შეწყვეტა

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება და შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვიზიტორებს/რეგისტრირებულ მომხმარებლებს წვდომა ვებ-გვერდზე და სერვისებზე, ნებისმიერი მიზეზით, წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანიას აგრეთვე უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს ან შეაჩეროს ვებ-გვერდის მუშაობა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

16. დავები და გამოსაყენებელი სამართალი

16.1 ეს ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

16.2 საქართველოს კანონმდებლობა დაარეგულირებს ამ ხელშეკრულებას იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობთ ან სად აწარმოებთ საქმიანობას თქვენ. საქართველოს სასამართლოებს ექნებათ ექსკლუზიური განსჯადობა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის განსახილველად.

16.3 ეს ვებ-გვერდი არ არის მიმართული ან გამიზნული სარგებლობისთვის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ისეთ იურისდიქციის ან ქვეყნის ფარგლებში, სადაც ამ ვებ-გვერდის გამოქვეყნება ან მისი ხელმისაწვდომობა, გავრცელება ან გამოყენება წინააღმდეგობაში იქნება ადგილობრივ კანონმდებლობასთან. თუ თქვენ გადაწყვეტთ მიიღოთ წვდომა აღნიშნული ვებ-გვერდის ინფორმაციასთან და მასზე განთავსებულ სერვისებთან, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აკმაყოფილებდეთ ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო კანონმდებლობას არის თქვენზე და ასეთ იურისდიქციაში ამ ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში რისკი მთლიანად თქვენ გეკისრებათ. თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით რჩევის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ შესაბამისი კონსულტაცია.

17. საბოლოო დებულებები

17.1 ამ ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე უარი არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც უარი წინასწარი ან შემდგომი დარღვევის თაობაზე ამ ხელშეკრულების ნებისმიერ პირობასთან მიმართებაში.

17.2 თუ ამ ხელშეკრულებაში საწინააღმდეგო არ არის დადგენილი, ამ ხელშეკრულებით არ იქმნება ან არ მიეცემა რაიმე უფლებები ან რაიმე სხვა სარგებელი მესამე პირებისთვის.

17.3 ბათილობა- თუ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება ძალას დაკარგავს ან აღმოჩნდება ბათილი, ეს არ იმოქმედებს მთლიან ხელშეკრულებაზე და მის სხვა დებულებებზე. მხარეები ყველა ძალას იხმარენ, რათა ძალადაკარგული ან ბათილი დებულებები შეცვალონ იურიდიული ძალის მქონე ისეთი დებულებით, რომლის შინაარსიც მაქსიმალურად მიახლოებულია იმ ნებასთან, რომლის გამოხატვასაც მხარეები ძალადაკარგული ან ბათილი დებულებით ცდილობდნენ.

17.4 სახელმწიფო ან/და იურისდიქციის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული საგადასახადო ფორმების შევსება თუ თქვენი შემოსავალი/მოგება მიაღწევს დასაბეგრ ბარიერს და აღემატება მას. სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ სრულად შეესაბამებით ყველა სათანადო საგადასახადო კანონმდებლობას და ამავდროულად ათავისუფლებთ კომპანიას თქვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულების წარმოშობისგან

17.5 ცვლილებები- კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს ამ ხელშეკრულების პირობები ან/და დაადგინოს დამატებითი პირობები, ნებისმიერ დროს, დამატებითი შეტყობინების გარეშე. 

17.6 გადაცემა- რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება ამ ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტისგან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები გადასცეს რომელიმე მესამე პირს კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.

17.7 კომუნიკაცია- ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება სათანადო წესით გაგზავნილად თუ კი იგი გაგზავნილია რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მითითებული ელ-ფოსტიდან შემდეგ ელფოსტაზე: info@mynanny.ge. რეგისტრირებული მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნის მიზნით, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.

რას წერენ ჩვენზე

Youtube Soclia Facebook Instagram

Copyright 2020. My nanny