With the arrival of Mynanny services expect revolutionary changes to your social and professional lives. Dedicated and hard working nannies are just a click away. Great fun packed days for kids and worry free time for parents - hard not to love!
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ვებგვერდზე, რის შემდეგაც საჭირო იქნება თქვენი მეილის დადასტურება (ვერიფიკაცია). ამის შემდეგ პლატფორმაზე ძიძის ძებნის ფუნქცია გაგიაქტიურდებათ. საიტზე დარეგისტრირდება უფასოა.
აირჩიეთ სად, როდის და რა სერვისი გჭირდებათ:
პლატფორმა ამ მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებს გაჩვენებთ, რომელიც შეგიძლიათ დამატებითი კრიტერიუმებით გაფილტროთ: მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რა სერვისი გჭირდებათ კონკრეტულად - დახმარება საშინაო დავალებებში, სახლის საქმეებში ან სხვა აქტივობებში (სპორტი მუსიკა, ხატვა და ასე შემდეგ).
თუ ბინაზე გჭირდებათ სერვისი, რუკის გამოყენებით შეგიძლიათ ნახოთ, ვინ არის კანდიდატებიდან თქვენთვის სასურველ დისტანციაზე.
ირჩევთ მაქსიმუმ 5 კანდიდატს, რომ პლატფორმაზევე გაესაუბროთ. ამისთვის პლატფორმაზევე ჩატის ფუნქციას გამოიყენებთ.
გასაუბრების საფუძველზე აკეთებთ არჩევანს და უგზავნით ძიძას/მასწავლებელ ჯავშნის მოთხოვნას. ჯავშნის დადასტურებისთანავე მოგივათ შეტყობინება და უნდა შეიყვანოთ თქვენი საბანკო დეტალები, რათა შესაბამისი თანხის გაყინვა მოხდეს თქვენს ანგარიშზე. ამის შემდეგ ჯავშანი თქვენს კალენდარში „დასადასტურებლიდან“ გადავა „მიმდინარე“ სერვისის გვერდზე. პლატფორმის ჩატით შეგიძლიათ ძიძასთან დეტალებზე შეთანხმება განაგრძოთ.
სერვისის დასრულების ღილაკით ძიძას შეუძლია შეცვალოს სერვისის ხანგრძლივობა თუ მაგალითად, შეთანხმებულზე მეტი დროით მოუწია დარჩენა და უკვე ამ ცვლილების შესაბამისი თანხა ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. დასრულებული სერვისის გვერდზე ნახავთ თქვენს საბოლოო ანგარიშსწორებას და ასევე შეგიძლიათ ძიძის შეფასება.
გთხოვთ, გაეცნოთ პლატფორმის წესებს, სადაც პლატფორმის გვერდის ავლით მომსახურების მიღება და სხვა მნიშვნელოვანი თემებია განხილული.
დაჯავშნის მომენტში მომსახურების ღირებულების გაყინვა ხდება თქვენს ანგარშზე. თანხა ჩამოგეჭრებათ სერვისის დასრულების შემდეგ.
გადახდა მხოლოდ ელეტრონულად მშობლის საბანკო ანგარიშიდანაა შესაძლებელი.
გადახდა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად მშობლის საბანკო ანგარიშიდან.
დროებითი ძიძის სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ:
მარტივად იპოვოთ ადამიანი, რომელიც იმუშავებს არასტანდარტულ სამუშაო საათებში (საღამოს, შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე) და საჭიროების შემთხვევაში თქვენთან ღამეც დარჩება.
შესაძლებელია, წაიყვანოთ ძიძა თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე (აგარაკი, საკურორტო ადგილები და ა.შ.);
ძიძები გადიან სპეციალურ ონლაინ კურსს, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვიტარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
მოდული - ბავშვის განვითარება
მოდული - რუტინა
მოდული სპეციალური საჭიროებები
ჩვენთან დაკავშირების მარტივი საშუალებაა ჩატი, რომელიც ვებგვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული. დამატებითი კითხვებით ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზეც.
ვირტუალური დამხმარე ფოკუსირებულია სასკოლო საგნებში დახმარებაზე. თქვენი შვილისთვის არჩეულ დამხმარეს ექნება საჭირო ცოდნა და უნარები იმისა, რომ სწრაფად და ეფექტურად მოამზადებინოს საშინაო დავალებები, გაუღრამოს ცოდნა ან უბრალოდ მისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები აპოვნინოს.
რეპეტიტორებისგან განსხვავებით, ჩვენს ვირტუალურ დამხმარეებს არ აპროგრამა და ერთჯერად ან მცირეხნიან დახმარებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ვირტუალური სერვისი არის საათობრივი და შეიძლება მშობელმა ერთჯერადად ან მრავალჯერადად დაჯავშნოს.
იმ შემთხვევაში, თუ კი ჯავშანს გააუქმებთ სერვისის დაწყების დრომდე 24 საათით ან მეტი დროით ადრე, მშობელს არ დაეკისრება გაუქმების საკომისიო და კომპანიის მიერ გაყინული თანხა სრულად დაბრუნდება მშობლის ანგარიშზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში თუ კი მშობელი ჯავშანს აუქმებს სერვისის დაწყების დრომდე იმ შემთხვევაში, თუ კი მშობელი ჯავშანს აუქმებს სერვისის დაწყების დრომდე არაუმეტეს 23 და არანაკლებ 10 საათით ადრე, კომპანია უფლებამოსილი იქნება, დაიტოვოს შესაბამისი ჯავშნის პირობების მიხედვით, კომპანიის მომსახურების საკომისიო.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ჯავშანს გააუქმებს სერვისის დაწყების დრომდე 10 საათზე ნაკლები დროით ადრე, კომპანია მშობელს გადაახდევინებს სერვისის ღირებულების 50%-ს და კომპანიის მომსახურების საკომისიოს სრულად.
დაუშვებელია ჯავშნის გაუქმება სერვისის დაწყების შემდეგ.
პალტფორმას აქვს ძიძის ფავორიტების სიაში დამატების ფუნქცია. თუ ძიძას ფავორიტების სიაში დაამატებთ, აღარ მოგიწევთ სერვისის დასაჯავშნად მონაცემების თავიდან შეყვანა და ძიძის ძებნა. ჩვენს პლატფორმაზე შეხვალთ „ძიძების“ გვერდზე, სადაც გამოჩდნება თქვენ მიერ ფავორიტად მონიშნული ძიძების სია და აქედანვე, მარტივად შეძლებეთ სერვისის დაჯავშნას.